17:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 21:40:07, 375 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის - პოლიტიკური ჩარევა არ სჭირდება

ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლა არის, რადგან მისივე თქმით, პროტესტს არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.

"ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად. მოიცავს ყველა თაობას და ყველა პროფესიას, ყველა სოციალურ სფეროს.

ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, თვითორგანიზებით, არ სჭირდება, და ამაზე შევთანხმდით ყველა, არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics