|
2016-02-29 19:46:55, 716 ნახვა
სამართალი
ახვლედიანის ინფორმაციით, ზოგიერთი მოსამართლე ტესტებისა და კაზუსების თემაში ძალიან ცუდადაა ჩართული
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "შეშინებული მოსამართლე" არავისთვის უკადრებია. ამასთან, ახვლედიანის თქმით, მის მოსაზრებებს მხოლოდ 20-მდე მოსამართლე ემიჯნება, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ. მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ: "თუ მარტო მე ვარ ამ აზროვნებაზე, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა არა მხოლოდ სასამართლო სისტემის, ქვეყნის საქმეც. არც ვინმესთვის მიკადრებია შეშინებული მოსამართლე. თქვენ გაგიგიათ ვინმეზე რომ მეთქვას შეშინებული მოსამართლე?! მე ვთქვი პოზიციის დაფიქსირებაზე, რომელსაც ვერც ერთი მოსამართლე ვერ აკეთებს. თქვენც ხედავთ სრულიად უკანონობას, ყველა აღიარებს, ირგვლივ ყველა ხედავს, მაგრამ რაიმე გამოხმაურებას ხედავთ? მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ხმამაღალ გამოხმაურებებს. კულისებში და სატელეფონო ზარებით და მოკითხვით ძალიან ბევრია. დაველოდოთ, მე ჯერ კიდევ არ მისაუბრია, ჯერ კიდევ ეთიკურ ნორმებს ვიცავ. ჯერ კიდევ მოსამართლე ვარ და არ მინდა, რომ სახელი და გვარებით ვინმეზე ვისაუბრო და ვინმეს კონკრეტულად პასუხები გავცე ამ ტიპის პასუხებზე. მაგის მომენტიც დადგება. მე ზუსტად ვიცი რომელს რა ამოძრავებს, ვინ რა საკითხშია ჩართული, ზოგი ტესტების და კაზუსების თემაშია ძალიან ცუდად ჩართული, ზოგი რაღაც სხვა ფორმითაა ჩართული, ზოგის მიმართ პროკურატურაში მიმდინარეობს რაღაც საკითხები. ძალიან ბევრზე მე თვითონვე დავდებ ამ საკითხებს, თითოეულ მათგანს რა მიზანი ამოძრავებდა რომ საერთოდ კომენტარს აკეთებდა", - განაცხადა მამუკა ახვედიანმა. მისივე თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, გადაბირებული არიან: "ისინი უკვე გადაბირებულები არიან და ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს. მე რომ ბედნიერება და კარგად ყოფნა მდომოდა, დავკეტავდი კარს და არავინ შემაწუხებდა, სახელს და გვარსაც ვერ გაიგებდით ჩემსას ისე ჩაივლიდა ჩემი სამოსამართლეო უფლებამოსილება, მაგრამ სხვა ნაბიჯი გადავდგი, რადგან მინდოდა, რომ სიმართლე ყოფილიყო ამ ქვეყანაში. იმათ რა მიზანი ამოძრავებთ?! კლანი და ჯგუფი სხვა კი არაფერი არაა, იმათ ჰყავთ თავიანთი შემსრულებლები, რომლებიც ამ საკითხებს ასრულებენ და მე ნამდვილად არ მინდა, მათ დონემდე დავეშვა და მათ ვუპასუხო. ყველამ ჩაიხედოს თავის თავში, რატომ აკეთებს. ეს არის ერთად დადგმული სპექტაკლი, რომელშიც განაწილებული აქვთ როლები სხვა და სხვა სახელითა და გვარებით. მე არ გამოვრციხავ, რომ ტექსტები ეწეროთ და ჯიბეში ჰქონდეთ, ვინ რა უნდა თქვას, როგორც კონფერენციაზე გამოდიან გამზადებული ტექსტებით. ალბათ, ასე გამოდიან ჩემთან დაკავშირებითაც. მე არც ვაპირებ ამ ეტაპზე ვუპასუხო და როცა საჭირო იქნება, ყველას თავის სახელს დავარქმევ. ველოდები ნორმალურ რეაქციებს, ვფიქრობ, რომ მალე იქნება", - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს".
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)