|
2024-12-01 19:08:10, 368 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - აქციის მონაწილეს ძალის გამოყენების უფლება არ აქვს, წერტილი
აქციის მონაწილეს ძალის გამოყენების უფლება არ აქვს, წერტილი. არანაირი მაშხალის, ქვების სროლას, არანაირი მათი ემოციური მდგომარეობა არ ამართლებს. ამ ძალადობის საპასუხოდ, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში პოლიცია არის ერთადერთი ინსტიტუტი რომელსაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მაშინ როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება, არსებობს რისკი, რომ შეიძლება ძალა ჭარბად გამოიყენონ. მისივე თქმით, ამ აქციების დროს იყო რამდენიმე ასეთი ექსცესი, თუმცა საერთო ჯამში, პოლიცია კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. „ზოგადად ძალადობრივი აქციების მართვა ერთ-ერთი ურთულესი საპოლიციო ღონისძიებაა. ძალის გამოყენება, იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის აღკვეთა, ატარებს რისკებს, რომ შესაძლოა იყოს ჭარბი ძალის გამოყენება. ამის დასაზღვევად არის ორი ინსტრუმენტი: 1. მომზადებულები არიან სპეციალური ძალები ასეთი ღონისძიებებისთვის და 2. ასეთი ღონისძიებების შემდეგ, რუტინულად ხდება მდგომარეობის შესწავლა, იყო თუ არა ძალის ჭარბად გამოყენება, მათ შორის ხდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება, იმისთვის, რომ ყველა ასეთი შესაძლო გადაცდომა შეისწავლოს. იცით, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიება დაწყებულია. ვნახეთ ზოგიერთი კადრი, სადაც ჩანს, რომ ასეთი შემთხვევები გვაქვს, იყო რამდენიმე მძიმე კადრი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამი დღეა, ყოველდღე რამდენიმე საათი მიმდინარეობს ძალადობრივი დემონსტრაცია (როდესაც მშვიდობიანი აქცია პოლიციელებზე თავდასხმად გადაიქცევა ხოლმე) და თუ დავაკვირდებით რამდენ საათიანი ღონისძიება იყო ეს, რამდენიმე ასეთი ექსცესი ადასტურებს იმას, რომ საერთო ჯამში პოლიცია მოქმედებს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)