|
2024-12-01 19:05:16, 327 ნახვა
პოლიტიკა
კალასი და კოსის ერთობლივი განცხადება - EU ძლიერ გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ: "ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის მხრივ ნაბიჯების არ გადადგომასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ვიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება, რომელსაც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის მოჰქონდა სარგებელი, ახლა შეჩერებულია. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რომ კვლავ დაადასტუროს საკუთარი მისწრაფებები ევროკავშირში შესვლის შესახებ. ევროკავშირი ძლიერ გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საკუთარი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. ამ ქმედებებს საქართველოს მთავრობის მხრიდან აქვს პირდაპირი შედეგები ჩვენს ურთიერთობაში. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისუფლად შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, და თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. ყველა ძალადობის აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, მათ შორის, დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და განმავლობაში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ელოდება OSCE/ODIHR-ის ბოლო ანგარიშსა და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპული ღირებულებებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია". წერია კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)