19:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 03:33:15, 383 ნახვა

პოლიტიკა
მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მის ევროპულ მისწრაფებებს.

ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების რეპრესიები უნდა შეწყდეს." - წერს ბენჟამინ ჰადადი.

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა. როგორც მან დაწერა საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და ". ქართველი ხალხი არ დანებდება"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics