12:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 18:11:42, 616 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება

1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდოვიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხელმძღვანელებს.

ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინსიტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვები.

მიწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონია 1 მარტს 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ -ს ცერემონიათა დიდ დარბაზში გაიმართება, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება.

პირველ, ოფიციალურ ნაწილში მოლდოვას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა მოლდოვური ღვინის დეგუსტაციას და ფურშეტს, რომელიც გაფორმებული იქნება მოლდოვური ცეკვების პოპურითა და ცოცხალი მუსიკით.

დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს საიმიჯო კლიპს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.

ცნობისთვის, საქართველოში მოდლოვას საპატიო საკონსულო 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics