19:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 21:07:44, 481 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხვალ ჩემთან შეიკრიბება საზოგადოება და პარტიები - ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილს, რომელსაც თქვენ გარეთ მართავთ

ჩემთან, ჩემ ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება, ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შედგა ეროვნული თანხმობა, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება.

„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა; რომ არ შეიძლება, ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში; რომ არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და თავისი ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს კიდევ უფრო და უფრო, რომ ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა. საკმარისია, ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ყოველდღიურად ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა.

მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთო ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემ ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება, ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ ამ საზოგადოებაში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს; ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით; ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics