20:32 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 04:23:09, 439 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ვხედავთ პოლიციელების მიმართულებით აქციის მონაწილეთა სასტიკ მოქმედებებს

ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, აქციის მიზნების შესახებ სოციალურ ქსელებშიც კი გაჟღერდა ინფორმაცია და მისი არსი იმაშია, რომ რადიკალებს ვითარების დასაძაბად სჭირდებათ სისხლი.

„მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ, სამწუხაროდ, ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო. დაზიანებულები არიან პოლიციელები, ჟურნალისტები, მოქალაქეები - ისინი ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

მაგრამ, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული სისასტიკით როგორ ხდება პოლიციელების გამოწვევა და გამოყვანა წონასწორობიდან, რათა მოხდეს შეჯახება. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კიდეც აქციის მონაწილეთა სურვილი - მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეკითხვას, თუ რამ განაპირობა პროტესტი, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ის უსაფუძვლოა.

„ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას. პირველი ასეთი წაუკითხავი გაპროტესტება (დაკვეთაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ასეთი იყო - არ წაიკითხო და გააპროტესტე) წამოვიდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომ ის იყო რუსული.

სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილმა მართლაც არ წაიკითხა კანონი, დაარქვეს რუსული, გააპროტესტეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაშიც კი ვერ მოიძებნა პასუხის გამცემი შეკითხვაზე, რატომ იყო ის რუსული. ბოლოს დამკვიდრდა პასუხად სიტყვა „იმიტომ“, რაც სასაცილოდაც კი იქცა.
ასეთი „წაუკითხავი“ პროტესტია დღესაც, როცა პრემიერმა სრულიად ნათელი განცხადება გააკეთა და რუსთაველზე მდგომებმა არათუ წაიკითხეს, პაველ ჰერჩინსკის ათარგმნინეს მისი ნათქვამი. მან კი თარგმნა ისე, როგორც აწყობდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics