|
2016-02-29 15:16:15, 459 ნახვა
საზოგადოება
ეკა ბესელია: ხშირად ვუყურებთ ბავშვებს იმის მიხედვით, ჩვენ რა გვინდა, არადა უნდა შევხედოთ - ბავშვს რა სჭირდება
"ხშირად ვუყურებთ ბავშვებს იმის მიხედვით, ჩვენ რა გვინდა და არა ბავშვს რა უნდათ. უნდა შევხედოთ, ბავშვს რა სჭირდება", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საგნის "მე და საზოგადეობა" სტანდარტის განხილვისას განაცხადა. ბესელიას თქმით, ყველამ ბავშვის საჭიროებიდან და მისი მომავლიდან გამომდინარე უნდა იფიქროს და პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადოს. "პედაგოგებიც ხომ მშობლები არიან, ჩვენც მშობლები ვართ და ხშირად ვუყურებთ ალბათ ბავშვებს იმის მიხედვით, ჩვენ რა გვინდა და არა ბავშვს რა უნდა. უნდა შევხედოთ ბავშვს რა სჭირდება. ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ბავშვები მოგვყავს ხოლმე აქ და ჩვენი შვილები, მათი თანატოლები მოვიყვანეთ და გენახათ, რა თემაზე საუბრობენ ისინი საჯაროდ. ბევრ პრობლემურ საკითხზე საუბრობენ ისინი. ეს ძალიან სპეციფიური, ფაქიზი სფეროა და სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ის აუცილებელი, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ამ საგანში ბავშვებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია. ვფიქრობ, ნდობა ამ პროცესს სჭირდება. ოჯახში ბავშვი იღებს ყველაფერს რაც სჭირდებათ, რომ მიაწოდონ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ყველა ბავშვი თანაბარ პირობებში ვერ არის, ერთ ოჯახშიც კი ბავშვი სხვადასხვაგვარია, ერთნაირი აღზრდა ვერ აქვთ. გარდა ამისა, პედაგოგებს ძალიან პატივისცემით და ფრთხილად უნდა მოვეპყრათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - განაცხადა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)