|
2016-02-29 14:16:23, 586 ნახვა
საზოგადოება
მეშახტეები: ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა. მათ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. უკვე მე-17 დღეა, გაფიცვა გრძელდება. კომპანია კვლავ არ მიდის დათმობაზე. მეტიც, ის შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით გვემუქრება, სახელმწიფო კი სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს კვლავ ვერ დგამს. გაძლიერდა ზეწოლა როგორც მეშახტეებზე, ისე ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც გაფიცულებს აქტიურად უჭერს მხარს. ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს და მთელ საქართველოს მივმართავთ. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მეშახტეების გვერდით დგომა. უმორჩილესად გთხოვთ, რეგულარულად გააკეთოთ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებები, თქვენს ქალაქებში სოლიდარობის აქციები გამართოთ. ჩვენ, ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი და მთლიანად, გაფიცული მეშახტეები უკან დახევას არ ვაპირებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მთავრობას არ სურს სოციალური აფეთქება, მათ რეალური და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც ორიენტირებული იქნება მეშახტეების მოთხოვნებზე და არა ბიზნესის ინტერესზე. „ტყიბულელების ბრძოლა არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ პოლიტიკური ძალის მიერ, მათ შორის, არც პროფკავშირების მიერ. ეს ბრძოლა ამოიზარდა პატიოსანი მშრომელი ხალხის შუაგულიდან, მონური პირობებიდან განთავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების იმედის საფუძველზე. ეს ხალხის მოძრაობაა და ჩვენ არავის მივცემთ ამ პროცესების გამოყენების უფლებას პარტიული მანიპულაციებისათვის. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ტყიბულისთვის, ნიშნავს ბრძოლას დანარჩენი საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისათვის. ამ ბრძოლით დღეს წყდება იმ ქალაქების ბედი, რომლებიც მშრომელი ხალხის ზურგზე დგას. ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთობლივი ბრძოლით მიიღწევა. ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ისტორიული ფრონტის წინა ხაზზე ღირსებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ნორმად ქცეული ჩაგვრის წინააღმდეგ ვიბრძვით, რაც ჩვენი და ჩვენი თანაქალაქელების ყოველდღიურობაა. ამით, ჩვენ მოჩვენებით სიმშვიდეს ვამარცხებთ, რომელიც მეშახტეთა ხმამ დაარღვია, რადგან სიმშვიდე არ მიიღწევა იქამდე, სანამ სამართლიანობა არ დამყარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)