16:59 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 13:43:01, 461 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ხმაურით  მიმდინარეობს. სხდომაზე  განიხილავენ საგან "მე და საზოგადოებას", რომელსაც  საბოლოოდ განათლების მინისტრის თქმით, "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" დაერქმევა. საგნის შესახებ სხდომაზე პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ლია გიგაური წარადგენს.

"გარკვეული პრეტენზიები აქვთ ადამიანებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, არ აქვთ წაკითხული ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების სწორედ ეს ნაწილი და ეს ბლოკი. პირიქით, სწორედ ახალგაზრდის აღზრდას ემსახურება ეს საგანი", - აღნიშნა გიგაურმა.

კომიტეტის სხდომაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძეც იმყოფება, რომელიც სასწავლო პროგრამაში აღნიშნული საგნის დამატებას ეწინააღმდეგება:

"მადლობელი ვარ, დაგვპატიჟეს გაანთლების კომიტეტის სხდომაზე, რათა წარმოვადგინოთ ჩვენი შეხედულებები საგნის შესახებ,  რომელსაც ჰქვია "მე და საზოგადოება". ჩვენ ვართ ამ საგნის წინააღმდეგი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის  ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა:

„ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics