15:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 17:04:50, 447 ნახვა

საზოგადოება
გომელაური აქციის მონაწილეებზე - მივიდნენ რკინის ღობურასთან, აბრახუნებდნენ, ისროდნენ „ხლაპუშკებს“ - აუცილებლად დაისჯებიან [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, იდენტიფიცირებული იქნება ყველა პირი, „ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა, „ხლაპუშკებს" ისროდა“ და მისივე თქმით, ისინი აუცილებლად დაისჯებიან.

"რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე, ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგნენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა "ხლაპუშკებს" აფეთქებდნენ ეზოში, რაც არ შეიძლება და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად, ვინც იყვნენ იქ. იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ჯარიმები როგორც ადმინისტრაციული ყველას გამოეწერება და სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება",- განაცხადა გომელაურმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics