|
2024-11-26 15:15:28, 441 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა,- ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საკომიტეტო სიტყვაში მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება თავდაცვის უწყების ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, “ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება გრძელდება. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში მეტი პროგრამის განხორციელებისა და შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. აღინიშნა, რომ უწყება 2025 წლიდან, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განაგრძობს გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობასა და კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესს. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე ისაუბრა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)