|
2024-11-26 13:10:14, 320 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. „თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის, არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია. 16-დღიანი კამპანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. მიმდინარე წელს, ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა ბრენდირებული მასალები, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ. საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)- ის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2024 წლის კამპანიის სლოგანია: გავერთიანდეთ ქალთა მიმართძალადობის დასასრულებად. არავითარი გამართლება ძალადობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)