06:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 11:36:31, 711 ნახვა

მსოფლიო
წითელ ზღვაში საკრუიზო გემი ჩაიძირა - 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

წითელ ზღვაში, ეგვიპტის კურორტ მარსა-ალამთან საკრუიზო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მათგან 28 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 17 კი დაკარგულად მიიჩნევა. 

ეგვიპტის სანაპირო დაცვა დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო ოპერაციას ამ დრომდე აგრძელებს.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ოთხგემბანიანი იახტა Sea Story წითელ ზღვაში, ხუთდღიან კრუიზში იმყოფებოდა. გემმა კატასტროფის სიგნალი, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 05:30 საათზე  გასცა. 

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში წითელ ზღვაზე ძლიერი ღელვა და ქარი იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics