15:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:00:34, 279 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა - მადლობა ქართველ ხალხს

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი თვის წინ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ქართველმა ხალხმა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება გამოხატა თუ ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.

“ჩვენ, “ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics