|
2024-11-24 20:38:38, 6825 ნახვა
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს
ბორჯღალოსნებმა 2024 წელი მოგებით დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს, ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა. 57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, ლელო არ ჩაითვალა, წესების დარღვევისთვის კი გიორგი მამაიაშვილი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „ბორჯღალოსნები“ 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. 14 მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მე-60 წუთზე სწრაფი შეტევის განხორცილება მოახერხეს, ტონგელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და ტონგელი მოთამაშის 10-წუთიანი გაძევებით დაისაჯნენ – 14:0. დარჩენილ დროში ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 72-ე წუთზე კი აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავი ლელო დადო და „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო დააწინაურა – 22:0. მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული – არბიტრმა მოედნიდან ლუკა ნიორაძე გააძევა. ტონგელებმა დარჩენილ დროში დიდი ძალებით შეუტიეს და პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და „ბორჯღალოსნებმა“ „ოლ ბლექს XV“-ტან და იტალიასთან წაგებების შემდეგ, შემოდგომის ტესტმატჩების სერია თბილისში გამარჯვებით დაასრულეს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)