|
2016-02-29 12:11:24, 547 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლი ჰუილაის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელი" ინიციატივის ფარგლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს. ამ კონტექსტში, მხარეებმა დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლებში მიღწეული მკვეთრი პროგრესი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელოვან გააქტიურებას ყველა მიმართულებით (ინვესტიციები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა, ფინანსები, განათლება, ჯანდაცვა და სხვა). ასევე გაიმართა დავით აფციაურის შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ჰაო ფინთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებსა და განათლების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობაზე. საქართველოს ელჩმა ჩინეთის მხარეს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის სახელმწიფო სტიპენდიების გამოყოფასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ახალი რეფორმების ტალღაზე, რომელიც შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)