13:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 23:07:04, 723 ნახვა

პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე - ბევრი ვიმსჯელეთ აქციებზე, რაღაცაზე შევთანხმდით, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით - კონსულტაციები გაგრძელდება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიციამ აქციებთან დაკავშირებით იმსჯელა, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

"ვიმსჯელეთ იმ პრინციპული საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით. კონსულტაცები დღეს ღამეც ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics