|
2024-11-20 02:09:25, 2380 ნახვა
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. 15 ნოემბერს თბილისში გამართული შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ 1:0 მოიგეს და განმეორებითში გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებდა. მატჩი ხორვატების უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე დიონ ბელიომ ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიბრწყინა, საჯარიმოსთან სიახლოვიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. შესვენების შემდეგ კიდევ სამი გოლი გავიდა. ხორვატები 63-ე წუთზე დიონ ბელიოს პენალტით ისევ დააწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. 90+1-ე წუთზე მასპინძლები მარინ სოტიჩეკმა კვლავ წინ გაიყვანა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო, დაინიშნა დამატებითი ექსტრა-ტაიმები. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ საქართველოს ნაკრებმა შეასრულა. მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. "პირველი არხი"
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)