|
2024-11-19 16:37:19, 448 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ცნობით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა, 2 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და „ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. „შეთანხმების“ თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, „შეთანხმება“ ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით „პარლამენტის თავმჯდომარეს“ დღეს, 19 ნოემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)