|
2024-11-19 15:09:58, 324 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ ჯაშუშები არიან
აგონია იძლევა ასეთ შედეგებს, რადგან ისინი არიან აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ. მათ გამოამჟღავნეს ბოლომდე საკუთარი თავი და მე მგონი, ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ, აგენტების სიტყვის უკან შეიძლება ბევრი სხვა ხასიათი ამოიკითხო. დავუშვათ, აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც კი, ისინი არიან ჯაშუშები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები - სერგო ორჯონიკიძეები“.
მისივე თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას იმხელა აგრესია აქვს, ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე, რაც ჯაშუშობის მეტი არაფერი არ არის“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)