|
2024-11-19 14:39:33, 406 ნახვა
პოლიტიკა
როთი - ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ
ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი თბილისში აქციის დაშლას. როგორც როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება.
შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს. პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)