14:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 13:40:20, 402 ნახვა

პოლიტიკა
სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტის თავმჯდომარეს“ მიმართა. დოკუმენტის სკანირება სამშაბათს, 19 ნოემბერს ღამით, ბჟანიას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

მან ეს ნაბიჯი განმარტა „სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით“. ასლან ბჟანიამ თანამდებობის დატოვების მზადყოფნა ორი დღით ადრე გამოაცხადა. ბჟანიას პრესსამსახურში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ ეს მოთხოვნა 19 ნოემბერს არ დაკმაყოფილდება, ის თანამდებობიდან გადადგომის წერილს უკან გამოიტანს. ის აფხაზეთის „პარლამენტმა“ იმავე დღეს უნდა განიხილოს.

რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის შემდეგ მას „ვიცე პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics