|
2016-02-28 14:50:33, 3258 ნახვა
სპორტი
ნუკრი ქანთარია: ჯოხებით და იარაღით ლიკვიდაციისთვის არ მიდიან
„საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით არ მიდიან“,-ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით განაცხადა. ქანთარია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმა პირადი მტრების შეკვეთილია. დეპუტატი პოლიტიკურ მოტივს თეორიულადაც კი გამორიცხავს. „მე გულწრფელად ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გამოსაცხადებლად. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს. დღესაც ვამბობ, ეს არის პირადი მტრების გაკეთებული. ასევე გეტყვით, რომ საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით არ მიდიან“,-განაცხადა ქანთარიამ. მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი სწრაფად უნდა გამოიძიონ. ქანთარია აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა მხოლოდ ისაა, რომ აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოხდა. „დანარჩენი თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ჩაიფიქრა და შეუკვეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, რომლის კლასიკური მაგალითები გვქონდა ჩვენ, როცა თვითონ ხელისუფლება აკეთებდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს“,-განაცხადა ქანთარიამ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)