14:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 12:11:21, 418 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - იქცევიან ცხოველებივით - რუსული რეჟიმის ბოლომდე გაფორმება ხდება [ვიდეო]

იქცევიან ცხოველებივით - ხდება რუსული რეჟიმის ბოლომდე გაფორმება,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც უგულავა აცხადებს, პროტესტი მოძრავია და საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ახსნა იმ ველურობის, რაც ვნახეთ, უბრალოდ შეუძლებელია. ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. აბსოლუტურად კონსტიტუციური და კანონიერი იყო ეს აქცია, არავის თავს არ ესხმოდა, იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. მოტივაციაზე ამიტომ ნუ ვილაპარაკებთ - ნერვებმა უტყუნა. ფაქტია, რომ იქცევიან ცხოველებივით. ცხოველის ინსტინქტით მოქმედება ჰქვია, როდესაც გამოვარდებიან ტურებით და დაიჭერენ ვიღაცას. დაჭერილია რამდენიმე ახალგაზრდა. პროტესტი მოძრავია, მობილურია, არ შეჩერდება... მოგვაწვებიან - სხვა მოედანზე გადავინაცვლებთ. ამით მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ. ისედაც იცის საზოგადოებამ, მაგრამ დამატებით უნდა გვესმოდეს, რომ ხდება რუსული რეჟიმის ბოლომდე გაფორმება და იქცევიან ისე, როგორც რუსული რეჟიმი. მათ ჩვენც უნდა მოვექცეთ როგორც რუსულ რეჟიმს“,- უთხრა უგულავამ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics