15:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 22:08:10, 376 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სლოვაკეთიდან - რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენება გვსურს

რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით, უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, სლოვაკეთის პრემიერის ფიცოს თანაპარტიელმა, ლუბოშ ბლაჰამ.

მისი თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია.

„იმპერიალისტური მიდგომაა, აიძულო საქართველო რუსეთის მიმართ აგრესიული იყოს. რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით. უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს. და ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს დავსაჯოთ ისინი. ეს ამორალური მიდგომაა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ქართველებზე ზრუნავს, თუმცა ორი კვირის წინ, პლენარულ სესიას მხოლოდ თარჯიმნები და ხუთი ევროპარლამენტარი ესწრებოდნენ. საქართველოს უფლება აქვს თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს“, - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics