|
2024-11-18 18:10:57, 344 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, განიხილეს შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. "მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, ადამიანთა განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაა. კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ სესიებში, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)