|
2016-02-28 14:11:56, 511 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეები „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ პარლამენტის დატოვებას ითხოვენ
კოლიაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტი დატოვოს. როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსულტაციისა და სამართლებრივი ანალიზის ცენტრი"-ს თავმჯდომარემ ნათელა კურტანიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „რესპუბლიკელები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულები არიან. „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ხალხის მიერ არჩეული პარტია. ისინი შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტში. „რესპუბლიკელებს“ მაღალი თანამდებობები უკავიათ. პარლამენტის თავმჯდომარეს საწყალი ხალხისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ერთი კარგი არ გაუკეთებია. მას შეეძლო შუამავალი ყოფილიყო სახელმწიფოსა და გაჭირვებულ ხალხს შორის, მაგრამ მათ ჩვენნაირი ადამიანები არ სჭირდებათ. თუმცა მარადიული არაფერია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი წავიდნენ პარლამენტიდან. ისინი ხალხს ეჯავრება, დაზარალებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქონება წამართვეს და დღეს, აქ მყოფი ადამიანები გაჭირვებამ დაგვაკავშირა. დღეს ცოტა ვართ, ხვალ ათი ათასობით გავხდებით. "რესპულიკელები" „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულები არიან. „ნაციონალებმა" დაგვაქციეს, ესენი უარესს გვიშვებიან“,-განაცხადა ნათელა კურტანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)