|
2024-11-18 17:22:28, 291 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე EU-ს საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებზე - პოლიტიკური სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს
უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ - მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუწყდეს დაფინანსება, კახა კალაძის თქმით, ეს სპეკულაციური განცხადებაა.
რაც შეეხება, ასევე, სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ჩატარდეს, თბილისის მერის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა, გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.
ასევე, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმ წერილზე, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროკავშირს გაუგზავნა. მისი თქმით, მათი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)