|
2016-02-28 11:37:58, 597 ნახვა
საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა
ალექსი პეტრიაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ეკა მიშველაძე "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს: "ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა...მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება...",-წერს ეკა მიშველაძე. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)