|
2024-11-18 10:40:41, 361 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ გავიმარჯვებთ - გვინდა ძლიერი, დემოკრატიული, EU-ის წევრი საქართველო და საქართველო ივანიშვილის გარეშე
ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენ არის. ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო და საქართველო ივანიშვილის გარეშე,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)