|
2024-11-18 10:17:37, 358 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. უნივერსიტეტის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი. აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. შეგახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა გუშინ, 17 ნოემბერს დაიწყეს. ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)