|
2024-11-18 09:26:36, 351 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე აქვეყნებს 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც მისი თქმით, ახალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც მისი განცხადებით, ახალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ქუჩის აქციებთან ერთად, საჭიროა „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება. „ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა: 1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში; 2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა; 3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, 4. „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება; 5. „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“,- წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)