|
2024-11-18 00:19:23, 581 ნახვა
პოლიტიკა
სხვადასხვა ხიდებზე და თსუ-სთან ბანერები გადმოკიდეს - დედაქალაქის ცენტრი პარალიზებულია
თავისუფლება ავიღოთ ხელში - ამ შინაარსის ბანერი დაკიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თსუ-სთან ღამეს ათევს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. ამასთან, სხვადასხვა შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, რამდენიმე ხიდთან. ბანერებზე წერია. ნება მოპარულია", "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", "ნებამ გაჟონა". სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს - ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ოპოზიციამ თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა . ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)