|
2016-02-28 10:31:18, 584 ნახვა
საზოგადოება
ღოღობერიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთად ერთად გაეცნო. თბილისის მერმა ადგილზე დავალებებიც გასცა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სხადასხვა საკითხის მოგვარებას კერძოდ, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნისა და მოსასვენებელი პარკის გაკეთებას დაჰპირდა. მათივე ცნობით, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და მიწისქვეშა კომუნიკაციების: საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. „ღოღობერიძის ქუჩაზე ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზას კაპიტალურად გავაკეთებდით. აქ გზა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული, შესაბამისად სამუშაოები კაპიტალურად მიმდინარეობს. იჭრება გრუნტი, დაიგება ასფალტის საფარი. შევხვდი მოსახლეობასაც, მათ დავპირდით, რომ კიდევ სხვა საჭიროებებს მოვუგვარებთ. გაკეთდება პარკი, სკამები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, იმისათვის რომ უბანი დაემსგავსოს უბანს და ცხოვრება გახდეს უფრო მეტად საინტერესო და კომფორტული ადგილობრივებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყოდა 19 მაისს დასრულდება. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)