16:27 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 18:34:14, 510 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილის სახლთან აქციის გამართვის მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გადაადგილდებიან, უცნობი პირები თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მოგზავნილები არიან. მათი თქმით, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები სავარაუდოდ ცესკოს თავმჯდომარის მეზობლები არიან. პოლიციელებს თავდამსხმელები არ დაუკავებიათ, ისინი იქვე მდებარე კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ. 

ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას.

ადგილზე იმყოფება პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მენანიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი და თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

"აქციის მონაწილეები დაპირისპირებაში შედიან აქ მაცხოვრებლებთან. ადგილობრივები მოვაცილეთ ტერიტორიას თუმცა აქციის მოაწილეები მაინც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. რომ არ დაიძაბოს სიტუაცია და არ გადაიზარდოს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში, აქციის მონაწილეებს ტერიტორიას ვარიდებთ." - გააცხადა გოგა მემანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics