|
2016-02-27 16:50:32, 660 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები „პანორამა თბილისის“ პროექტისთვის სხვა ადგილის შერჩევას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათივე განცხადებით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ. „ეს ქალაქი არ იყო არც მიხეილ სააკაშილის ყანა და არ იქნება არც ივანიშვილის ყანა, რომ სადაც რა უნდა ის განათავსონ. ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და თუ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა პირადად ბიძინა ივანიშვილის, ის შეხვდება საკუთარ მოქალაქეეებს, მოხდება ამ თემის განხილვა და ყველა ერთად გადაწყვეტს, სად უნდა განთავსდეს ეს პროექტი. პროექტის განორციელება იქ, სადაც იგეგმება, არ მოხდება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით - „არა პანორამას“ „შეწყდეს მშენებლობა“ და სხვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)