19:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 00:28:40, 326 ნახვა

პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო - ვხედავთ პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას

ვხედავთ პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და პროტესტის გაღვივებას. ქართველებმა დემოკრატიული არჩევანი გააკეთეს. - ამის შესახებ, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებზე განაცხადა.

„დამკვირვებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მითხრეს, რომ ისინი ენდობიან არჩევნების მთლიანობას. იგივე მითხრეს ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა. იგივე მითხრეს ამომრჩევლებმა. მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. მმართველი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმათა სხვაობა 300 ათასს აღემატება. თაღლითობის შესახებ განცხადებები ახლოსაც ვერ მივა იმ გრანდიოზულ გამარჯვებასთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. შემდეგ კი ვხედავთ პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და პროტესტის გაღვივებას. ქართველებმა დემოკრატიული არჩევანი გააკეთეს. თუნდაც ეს ბევრს არ მოსწონდეს ევროკავშირში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევანს. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან“, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics