01:06 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 16:18:44, 304 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს

კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

„ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა მოქალაქე ი.ნ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება გამგეობის სახელით წარმოებული ვიდეოგადაღების გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა.   

როგორც გადამოწმების შედეგად გაირკვა, ტელეფონის ნომერი, რომლითაც მოქალაქეს გამგეობის სახელით დაუკავშირდნენ (მოგვიანებით კი სახლში ესტუმრნენ), ეკუთვნის  „ტვ პირველის“ გადაცემის - „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ, მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. გამგეობის ყველა სერვისი თანაბრად ემსახურება ნებისმიერს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებას, დაკავებულია „ფეიკ-ნიუსებით“ და შანტაჟით.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics