08:46 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 10:54:21, 420 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად FOX News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ჰეგსეტი არმიის ვეტერანია, მან წარსულში მინესოტის შტატში სენატის წევრობისთვის კენჭი იყარა. 

„პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპის ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით აშშ-ის მტრები გაფრთხილებულნი არიან - ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და აშშ არასდროს დაიხევს უკან“,- ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics