20:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 15:07:31, 372 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს

საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

ბორელის თქმით, “საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს“.

"უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს EU-ის წევრი. და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ უკრაინას.

საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ, გახდნენ EU-ის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალონ",- განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics