20:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 21:45:55, 331 ნახვა

პოლიტიკა
როთი - თბილისი ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია - მეგობრებო არ დანებდეთ, თქვენთან ერთად ვართ

"თბილისი ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია - მეგობრებო არ დანებდეთ, თქვენთან ერთად ვართ" -  - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. .

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით - ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა და რეალურად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენ ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არიან კმაყოფილები ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები - ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს - ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ჩარევა? ჩარევაა, როცა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს ვხვდებით? მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად, თქვენი ქვეყნის ნათელი და ამაყი მომავლისთვის. ჩარევას ვეძახით, როცა თქვენ გხვდებით - ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვით ევროპული ღირებულებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? ეს არ არის ჩარევა, ეს არის ერთიანი მომავალი გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომ ვართ დღეს აქ - გვინდა მოგიწოდოთ, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ - ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ." - განაცხადა როთმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics