|
2016-02-27 13:33:25, 590 ნახვა
საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს და ის თანაგუნდელებმა უკვე მოინახულეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პაციენტის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება ცხელ კვლაზე უნდა გაიხსნას და შსს-მ შედეგები სწრაფად უნდა დადოს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე გუშინ დღისით მოხდა. საბურთალოს სასაფლაოზე პოლიტიკოსს უცნობი პირები დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)