20:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 10:04:00, 437 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საზღვრების „დელიმიტაციისკენ“ მოუწოდებს

რუსეთი თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საზღვრების "დელიმიტაციისა" და დემარკაციისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დუსკუსიების 62-ე რაუნდზე ისაუბრა, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართა. 

შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან "შემრიგებლური" სიგნალები "პრაქტიკულ განზომილებაში" უნდა გადაითარგმნოს და საჭიროა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყოს.

"რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით",- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics