|
2024-11-08 15:20:29, 1384 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთში პოლიციის ამოცანებს ე.წ. ტრადიციული რუსული ფასეულობების დაცვა და განმტკიცება ემატება
რუსეთში პოლიციის ამოცანებს "ტრადიციული რუსული ფასეულობების" დაცვა და განმტკიცება ემატება. როგორც Meduza წერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანება უკვე მოამზადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანების შესახებ დებულებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა, შეთავაზებულია დაემატოს შემდეგი ტექსტი: "ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელება". დადგენილების პროექტი შემუშავდა 2024-2026 წლებში „რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების“ განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ 2024 წლის ივლისში. როგორ მოიქცევა შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე“, არ არის ცნობილი. აღსანიშნავია ისტორიული ექსკურსი, გესტაპო იყო მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია 1933-1945 წლებში. ორგანიზაციულად გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. შეიქმნა ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლთა გასანადგურებლად ასევე ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე“, გესტაპო ითვლება ნაციზმის ტერორის სიმბოლოდ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)