21:50 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 16:04:03, 402 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დაცვა „როგორც სასამართლოს შიგნით, ისე სასამართლოს გარეთ გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, დღეს, 5 ნოემბერს საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან იყო დაანონსებული, თუმცა მოგვიანებით, აქციის დრო და ადგილი შეიცვალა და შეკრება სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე დაანონსდა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს მეორე ინსტანციის სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ხვალისთვის გადაიდო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics