|
2016-02-26 18:52:00, 579 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გამოაცხადა. მათივე ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებისთვის. ღია კარის დღეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკურსის ირგვლივ არსებული შეკითხვები და მოსაზრებები გამოთქვეს. საუბარი შედგა, საგრანტო კონკურსის პირობებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროცედურებზე. სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)