02:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 12:26:11, 346 ნახვა

საზოგადოება
ნონა ქურდოვანიძე - ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.

როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, „თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა“.

„ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა. 

დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ, ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება. 

თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა, ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო.

როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გართიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ“,- ნათქვამია ნონა ქურდოვანიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ  №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics