22:24 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 14:01:37, 342 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა „პოსტების“ წერა დაიწყეს

რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებულ განცხადებებს.

როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა. 

მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა.

„რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. 

ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან! 

პ.ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს „პოსტების“ წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა.

ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 4 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ერთ-ერთ „სლაიდზე“ გამოსახული საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics